მერაბ ჟორდანიას ვაჟი ჰოლანდიის მეორე დივიზიონში ითამაშებს

AutoSharing Option
სულ მალე კიდევ ერთი ლეგიონერი გვეყოლება ჰოლანდიურ ლიგებში - რანგით მეორე, ერსტე დივიზიეში, "აქილევს-29"-ის შემადგენლობაში მალე მერაბ ჟორდანიას ვაჟს, ლევან ჟორდანიას ვიხილავთ.

ლევან ჟორდანია ოქტომბრიდან  უკვე "აქილევს-29"-შია. მან ახლახან ამხანაგურ მატჩში "კუიკის" წინააღმდეგ 2:1-ით მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება ჯერ არ აქვს. ქართველ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იანვრის მერე ერსტე დივიზიეში თამაშის უფლებას მიიღებს.

არნემის "ვიტესის" ყოფილი მფლობელის ვაჟს ჯერ არ აქვს გათავისუფლების ფურცელი "ვიტეს
ისგან", რომლის აკადემიაშიც აღიზარდა ფეხბურთელი. გასულ სეზონში ის "ვიტესის" ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა. ის 18 წლისაა.

"აქილევს-29" ჰოლანდიის სამოყვარულო ფეხბურთის ძალიან ცნობილი გუნდია, თუმცა 2013/14 წლების სეზონში ამ გუნდმა ერსტე დივიზიონის საგზური და პროფესიული ლიცენზია მოიპოვა. ამჟამად გუნდი 7 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

Sportall.Ge
ლევან ჟორდანია
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბ.ლევან. მაგრები ხართ.გაიხარეთ.
გელა
09:52 22-11-2014
0
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.მეამაყება ქართველები რომ ხართ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული