21 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა კარს ნუკრი რევიშვილი იცავდა, რომლის მსგავსად თავიდან ბოლომდე ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმაც.
აღსანიშნავია, რომ მოედანს დაუბრუნდა ოთარ მარცვალაძე, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო 5 ოქტომბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ოთარმა მატჩი სასტარტოში დაიწყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი მიხაილ გორელიშვილი.
ამ გამარჯვებამ პეტერბურგელებს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა მისცა. "ტოსნო"
ამით "ტოსნომ" კალენდარული წელიწადი დაასრულა - ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გუნდი მომავალი წლის მარტში, ხაბაროვსკში, "სკა ენერგიასთან" გამართავს.