რომ გვეყოჩაღა, ჩვენი იქნებოდა, ახლა კი გვიანია - რუსები საბა კვირკველიას მისტირიან

AutoSharing Option
22 წლის საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. ქართველი მცველი, "სპორტ-ექსპრესის" შეფასებით, მცველებს შორის მე-9 ადგილზეა. ის ხშირად ხვდება სიმბოლურ ნაკრებებში.

გახსოვთ, ალბათ, "რუბინის" ქართველი ლეგიონერი ფაბიო კაპელოს მოეწონა და მისი რუსეთის ნაკრებში მიწვევაც განიზრახა, მაგრამ საბამ სამშობლო არჩია.

footballtop.ru რუსეთის ნაკრებში ნატურალიზების ახალ კანდიდატებს განიხილავს (ძირითადად, ბრაზილიელებს) და სწორედ ამ განხილვაში საიტი შეეხო კვირკველიას თემასაც:

"რუსეთის ნაკრებში ყველაზე პრობლემატური პოზიცია ახლო მომავალში ცენტრალური მცველის პოზიცია იქნება. კარგი, პერსპექტიული რუსი სტოპერი თითქმის არ ჩანს, სხვები კი უცხოელები არიან.

რუსეთის
საფეხბურთო კავშირს რომ ეყოჩაღა, შეიძლებოდა გამოსულიყო პერსპექტიული საბა კვირკველიას ნაკრებში მოწვევა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია! "რუბინის" მცველმა, რომელიც "ზენიტის" გაზრდილია, საქართველოს ნაკრებში ითამაშა".
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ არის "ზენიტის" გაზრდილი, როცა თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში იყო?
tamazi
00:34 29-11-2014
0
კიდევ ერთხელ მადლობა საბას მშობლებს ქართველი მამულიშვილის აღზრდისთვის!
საბას აქვს უნიკალური შანსი მშობლებს მათი ამაგი საქართველოს ნაკრებში კარგი თამაშით გადაუხადოს!
წარმატებები
ერისკაცი
17:56 28-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული