კრეტულ გუნდს 11 თამაშიდან 13 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. ქართველთა გუნდმა ოქტომბრის მერე პირველად მოიგო. "მძიმე მატჩი იყო, მიუხედავად უამრავი შეცდომისა, გახარებულნი ვართ, რომ ბოლოს ვიმარჯვეთ", - განაცხადა ჯენარო გატუზომ.
sport24.gr ამტკიცებს, რომ მსაჯის მიერ მე-6 დამატებულ წუთზე დანიშნული პენალტი არ არსებობდა.
"ყველაზე მეტად
დერბის ცეცხლი შეუნთო მე-6 დამატებულ წუთზე დანიშნულმა პენალტმა, რომელიც არ არსებობდა. ლიკოგიანისთან დუელში მერებაშვილი წაიქცა და კავალელმა არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.
ამასთან, საიტმა გიორგი მერებაშვილის თამაშიც დააფასა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა:
"ჩვენ საუკეთესოდ ვასახელებთ მერებაშვილს. ეს იყო ოფი-ს რიგებში ქართველის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც არც ბრძოლას გაურბოდა და არც ბურთს ემალებოდა. ის ცდილობდა, თანაგუნდელებიც აეყოლიებინა. მან მოიპოვა პენალტი გუნდისთვის, რომელმაც 3 ქულა მოიტანა".
რაც შეეხება გიორგი ლორიას, მას 2-3-ჯერ მოუწია თამაშში ჩართვა და შეცდომა არ დაუშვია.