გიორგი მერებაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ოფი შინ ვერ უგებდა "ერგოტელისს" დერბის, რომ არა გიორგი მერებაშვილის შეჭრა საჯარიმოში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რასაც პენალტი მოყვა - 1:0. გიორგი ლორიამ თანაგუნდელის მსგავსად 90 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.

კრეტულ გუნდს 11 თამაშიდან 13 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. ქართველთა გუნდმა ოქტომბრის მერე პირველად მოიგო. "მძიმე მატჩი იყო, მიუხედავად უამრავი შეცდომისა, გახარებულნი ვართ, რომ ბოლოს ვიმარჯვეთ", - განაცხადა ჯენარო გატუზომ.

sport24.gr ამტკიცებს, რომ მსაჯის მიერ მე-6 დამატებულ წუთზე დანიშნული პენალტი არ არსებობდა.

"ყველაზე მეტად
თამაშში მერებაშვილი აქტიურობდა. ის ითხოვდა ხშირად პასს და ცდილობდა ყველა დისტანციიდან კარის დალაშქვრას. არცაა გასაკვირი, რომ მის მოქმედებას მოყვა ოფი-ს გამარჯვება.

დერბის ცეცხლი შეუნთო მე-6 დამატებულ წუთზე დანიშნულმა პენალტმა, რომელიც არ არსებობდა. ლიკოგიანისთან დუელში მერებაშვილი წაიქცა და კავალელმა არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

ამასთან, საიტმა გიორგი მერებაშვილის თამაშიც დააფასა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა:

"ჩვენ საუკეთესოდ ვასახელებთ მერებაშვილს. ეს იყო ოფი-ს რიგებში ქართველის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც არც ბრძოლას გაურბოდა და არც ბურთს ემალებოდა. ის ცდილობდა, თანაგუნდელებიც აეყოლიებინა. მან მოიპოვა პენალტი გუნდისთვის, რომელმაც 3 ქულა მოიტანა".

რაც შეეხება გიორგი ლორიას, მას 2-3-ჯერ მოუწია თამაშში ჩართვა და შეცდომა არ დაუშვია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული