ამირან სანაიას საფრანგეთის მეორე ლიგის "შატორუში" პასუხს შაბათს ეტყვიან

AutoSharing Option
ჯერაც გაურკვეველია, სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის ამირან სანაია, ვისაც თავის დროზე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაუტარებია.

ის ამ დროისთვის კვლავ საფრანგეთის მეორე ლიგის ბინადარ "შატორუში" ისინჯება, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

როგორც შევიტყვეთ, ქართველ ფეხბურთელს ფრანგულმა კლუბმა ტესტირების ვადა შაბათამდე გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

სანაიას მომავალი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაირკვევა, რაც "შატორუ" ამხანაგურ შეხვედრაში მეხუთე ლიგის ბინადარ "ბურჟს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ამირან! ნებისყოფა აქვს სანაიას მაგარი.
zzzz@
02:22 12-12-2014
0
ძლიერი ფეხბურთელია სანაია,ეს წლებია მთელი დატვირთვით ვარჯიშობს.წარმატებები ამირან!
ბაბუ777
02:11 12-12-2014
0

სიახლეები პოპულარული