"დაჩიას" ბოსი: ჯაბა დვალი მოედანზე ცბიერ მელას მაგონებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერი ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვურ "დაჩიაში" გააგრძელებს. 29 წლის ფორვარდმა, რომელიც ამ კლუბში 2007-09 წლებშიც თამაშობდა, 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"დაჩიას" ოფიციალურ საიტთან საუბარში კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რუსლან კლიმტმა ქართველ ახალწვეულზე ილაპარაკა:

"იგრძნობოდა, რომ ჩვენი შეტევის ხაზი გასაძლიერებელი იყო. ზამთრის პაუზაზე რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით - პირველი დვალია.

ჯაბა დვალი, პირველ რიგში, ნამდვილი ფორვარდია. მას უყვარს და შეუძლია გოლების გატანა. ყველა გუნდში, სადაც კი თამაშობდა, მას ბევრი გაჰქონ
და: "დაჩიაში", "დინამოში", "ზესტაფონში"...

ბუნებრივია, მის თამაშს ვაკვირდებოდით. ჩავთვალეთ, რომ ჯაბა გვჭირდება და მისი დახმარებით გუნდი დასახულ მიზნებს მიაღწევს.

ჩვენ უკვე გვყავს გაბარიტული ცენტრფორვარდი პეტრუ ლეუკა. ის ტარანული სტილის ფორვარდია. ჯაბა ასეთი არ არის, ის მოედანზე ცბიერ მელას მაგონებს. მისი უპირატესობა ტექნიკა, პლასტიკა და გოლების გატანაა. დარწმუნებულები ვართ, ჯაბა დვალი ბევრ გოლს გაიტანს კიდევ".

მოლდოვის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ "დაჩია" 30 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "მილსამის" 5 ქულით უსწრებს. ჩემპიონატი 11-მა კლუბმა დაიწყო, თუმცა "კოსტულენი" და "ვერისი" გათამაშებიდან მოიხსნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული