დონეცკის "შახტარის" ქართველები ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე (მარჯვნივ)

დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მასთან ერთად (როგორც უფროსების ჩემპიონთა ლიგაში) "პორტუ", "ბილბაო" და ბატე ასპარეზობდნენ, დამაჯერებლად ითამაშა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ჩვენთვის ამ გუნდის წარმატება იმიტომ არის საინტერესო, რომ "შახტარის" 19-წლამდელებში უკრაინული პასპორტის მქონე ორი ქართველი თამაშობს - მცველი ილია იჩუაიძე და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.

Sportall.Ge
ფოტოზე: ილია იჩუაიძე

დონეცკელებმა გასვლაზე 2:0 დაამარცხეს "ბილბაო", რომელიც შინ 6:0 გაანადგურეს; ბორისოვოში ბატე დააჩოქეს (4:1), რომელსაც შინ 1:0 სძლიეს, ხოლო "პორტუს" ორივე მატჩში ერთნაირი
ანგარიშით (1:1) დაუზავდნენ.

საბოლოოდ, "შახტარმა" 14 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ვაჩიბერაძე დონბასური კლუბის 19-წლამდელთა კაპიტანია (თუმცა გუნდში კაპიტანს ხშირად იცვლიან). მან 6-დან 5 მატჩი ჩაატარა, სამი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 2 გოლით დაეხმარა - "პორტუსა" (1:1) და ბატე-სთან (1:0) საშინაო შეხვედრებში. "პორტუსთან" საგარეო მატჩი კი ვაჩიბერაძემ ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო გამოტოვა.

იჩუაიძეს რაც შეეხება, მან ექვსივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
DK რაც არიცი ნუ ლაპარაკობ:))) ჩემი მეგობარია,დიდი ხანი გუნდელები ვიყავით,ნაკრების სინჯებზე იყო და არ მიიღეს მაგ შენმა ქვეყნის მოყვარულებმა. დასკვნა შენით გააკეთე
giorgi shukhoshvili
23:19 12-12-2014
0
ვაჩიბერაძეზე მსმენია რომ არის დზალიან მაგარი ფეხბურთელი და წამყვანი როგორც უკრაინის ნაკრებში ასევე შახტარში და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებენ .ასე რომ ხალხო იმხელა ქვეყანა რო დაგასახელებს საუკეტესო ფეხბურთელად და საქართველო რომ ყურადგებას არ მიაქცევს ეს დზალიან დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნის
SPILO
17:20 12-12-2014
0

სიახლეები პოპულარული