დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მასთან ერთად (როგორც უფროსების ჩემპიონთა ლიგაში) "პორტუ", "ბილბაო" და ბატე ასპარეზობდნენ, დამაჯერებლად ითამაშა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ჩვენთვის ამ გუნდის წარმატება იმიტომ არის საინტერესო, რომ "შახტარის" 19-წლამდელებში უკრაინული პასპორტის მქონე ორი ქართველი თამაშობს - მცველი ილია იჩუაიძე და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.
ფოტოზე: ილია იჩუაიძე
დონეცკელებმა გასვლაზე 2:0 დაამარცხეს "ბილბაო", რომელიც შინ 6:0 გაანადგურეს; ბორისოვოში ბატე დააჩოქეს (4:1), რომელსაც შინ 1:0 სძლიეს, ხოლო "პორტუს" ორივე მატჩში ერთნაირი
საბოლოოდ, "შახტარმა" 14 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ვაჩიბერაძე დონბასური კლუბის 19-წლამდელთა კაპიტანია (თუმცა გუნდში კაპიტანს ხშირად იცვლიან). მან 6-დან 5 მატჩი ჩაატარა, სამი ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდს 2 გოლით დაეხმარა - "პორტუსა" (1:1) და ბატე-სთან (1:0) საშინაო შეხვედრებში. "პორტუსთან" საგარეო მატჩი კი ვაჩიბერაძემ ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო გამოტოვა.
იჩუაიძეს რაც შეეხება, მან ექვსივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ერთი გაფრთხილებაც არ მიუღია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"