"რედინგი" ლაშა დვალისთვის ინგლისში თამაშის უფლებისთვის იბრძვის

AutoSharing Option
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალსაც იწვევდა. 19 წლის ფეხბურთელმა თავი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან დაგვამახსოვრა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ორჯერ ითამაშა.

დვალმა შარშან კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონშიფის "რედინგთან" გააფორმა, თუმცა მერე რიგის "სკონტოშია" გაანათხოვრა.

ლაშა წლეულს ლატვიის ვიცე-ჩემპიონი გახდა, რომლის შემდეგაც ინტერნეტგამოცემა "სპორტსცენტრმა" 19 წლის ფეხბურთელი ლატვიის ვირსლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ისევე როგორც "სკონტოში" მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია და ირაკლი კლიმიაშვილი. დვალი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოარჩიეს.

შევიტყვეთ, რომ არის ალბათობა, დვალმა ლატვია დატოვოს და წავიდეს.
მაგრამ სად, ეს 16 იანვრამდე გადაწყდება. მას ინგლისში ელიან, სადაც "რედინგი" დვალისთვის თამაშის უფლების მოპოვებას ცდილობს.

გუნდმა ქართველი ფეხბურთელის დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო, დიდი ბრიტანეთის სამეფოში შრომის უფლება რომ დართონ. ამ საბუთებს ქვეყნის შრომის სამინისტროში მალე წარადგენენ და 16 იანვრამდე ცნობილი გახდება, ითამაშებს თუ არა დვალის "რედინგში". წესითა და რიგით, დვალს ამის უფლება არ გაააჩნია, რადგან არაევროკავშირელია და ბოლო ორ წელიწადში, ეროვნული ნაკრების მიერ გამართული მატჩების 75 პროცენტში მონაწილეობა მოეთხოვება.

მაგრამ არსებობს გამონაკლისები და "რედინგი" სწორედ ასეთი უფლების მიღებას იმედოვნებს. ქართველის აყვანის არგუმენტად მისი ნიჭიერება სახელდება: ლაშა 19 წლისაა, ორჯერ ითამაშა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე, ლატვიაში სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და პლუს, ეროვნულ ნაკრებში უკვე რამდენჯერმეა მიწვეული.

კლუბის მენეჯმენტი თვლის, რომ რეალურად ამ უფლების მოპოვება ურთულესი საქმეა. ამის მიუხედავად, მიზერული შანსის გამოყენებას მაინც ცდილობენ.

და თუ ბრიტანეთის შრომის სამინისტროსგან უარყოფით პასუხს მიიღებენ, ასეთ შემთხვევაში დვალს ლატვიაში დაბრუნებას მაინც არ უპირებენ. ინგლისელებს ამჯერად მისი რომელიმე ძლიერ საფეხბურთო ქვეყანაში გაშვება სურთ.

დავაზუსტეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ლაშა გერმანიაში, კერძოდ, "კარლსრუეში" აღმოჩნდეს. იყო დრო, ეს გუნდი ბუნდესლიგაში სოლიდურად გამოდიოდა. მაგრამ მერე მძიმე დროება დაუდგა და მესამე ბუნდესლიგამდეც დაქვეითდა.

ამჟამად "კარლსრუე" აღმავლობის გზაზეა და მეორე ბუნდესლიგაში წარმატებით თამაშობს: 18 ტურის შემდეგ, ისევე როგორც ბრაუნშვაიგის "აინტრახტმა", დირკ შუსტერის გუნდმა 30 ქულა დააგროვა და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერებს - "ინგოლშტატსა" და "დარმშტადტს", შესაბამისად, 7 და 2 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, გუნდს ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი გააჩნია.

მეორე ბუნდესლიგიდან მეორეში საუკეთესო გუნდი პირდაპირ გადადის, მესამეზე გასული კი ბუნდესლიგის ბოლოდან მესამესთან მთავარი გერმანული ლიგის საგზურს გაითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ხელისუფლებამ ,თუ ფეხბურთელს თამაშის უფლებას არ აძლევენ?მხოლოდ საკუთარ ,,გულაობაზე,,იფიქრეს?ან ფედერაციამ შეაწუხა საგარეო საქმეთა სამინისტრო?
zaza
12:07 21-12-2014
0
germaniis 3 liga gvaklda ?!romel agmavlobaze saubrobt kargit ra.
Kaxa
14:39 21-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული