"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის სატურნირო ცხრილში წინ წაწევაში დაგვეხმარა.
თამაში ცუდად დავიწყეთ. როგორც იცით, შეხვედრა კვირას უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერი ნისლის გამო ორშაბათისთვის გადაიდო. თამაში ძალიან ადრე დაიწყო და ამან ჩვენს გარჯას კვალი დაამჩნია.
ახლა გუნდი შვებულებაში გავიდა. ცოტა ხანს დავისვენებთ, რის შემდეგაც თურქულ შეკრებაზე წავალთ", - თქვა ნამატჩევს "სიმურგის" ქართველმა მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"