ებრალიძემ მოირჩინა მარცხენა ფეხი და 22 დეკემბერს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.
"ჟილ ვისენტე" 6 ქულით უკანასკნელ ადგილზეა პრიმეირა ლიგაში, ხოლო ავთოსაც ცუდი სეზონი აქვს, მან ჩემპიონატში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მართალია, 4 იანვრამდე ჩემპიონატში შესვენებაა, მაგრამ 28 დეკემბერს "ჟილ ვისენტე" ლიგის თასზე "სპორტინგ კოვილიას" ესტუმრება და შესაძლოა, ებრალიძემ ამ შეხვედრაში ითამაშოს კიდეც.