"აზერიფუტბოლი": მერაბ ჟორდანიამ ბაქოს "ინტერი" უკვე აზარალა

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლმა" გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მერაბ ჟორდანიასა და არნემის "ვიტესის" ურთიერთობას ეხება. აი, რას წერს აზერბაიჯანული წყარო:

"ნორვეგიელი ფორვარდი მარკუს პედერსენი შეიძლება გახდეს "ინტერის" პირველი ახალწვეული 2015 წელს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კახა ცხადაძეს პედერსენი "ინტერის" "რუხმა კარდინალმა", მერაბ ჟორდანიამ შესთავაზა.

როგორც ცნობილია, ჟორდანია "ვიტესის" პრეზიდენტი იყო, პედერსენი კი ამ გუნდში თამაშობდა 2010 წლიდან. ნორვეგიელმა ვერ შეძლო "ვიტესში" დამკვიდრება და ისეთ გუნდებში თამაშობდა განათხოვრებით, როგორებიც არიან: "ვალერენგა", "ბარნსლი", "ოდენსე".

გასულ ზაფხულს პედერსენს "ვიტესთან" კონტრაქტი დაუსრულდა და ის ნორვეგიულ "ბრანში" გადავიდა. მან
10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ნორვეგიელს კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს უსრულდება.

ადრე "ინტერი" ფეხბურთელთა გადასაბირებლად თანხებს არ იხდიდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

სატრანსფერო საქმეები მერაბ ჟორდანიას ხელთაა და კლუბის სპონსორმა ჯაჰანგირ გაჯიევმა საგრძნობლად გაზარდა ბიუჯეტი. მას სჯერა, რომ ქართველი მმართველი თანხას კლუბის და არა თავის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

რა როგორ იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ჟორდანიას "წარმატება" "ინტერში" ორი ოპერაციით ამოიწურება. პირველად, მან გუნდში მოიყვანა საკუთარი კადრი - სპორტული დირექტორი რონალდ ვრომანსი. ამასთან ერთად, "ინტერში" გამოჩნდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი, 20 წლის იუსუფ ფენიხი, რომელსაც აქამდე მხოლოდ 7 წუთი ჰქონდა ნათამაშები პროფესიულ ფეხბურთში.

როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, საშუალო დონის ჰოლანდიელი ვერ დამკვიდრდა "ინტერის" ძირითადში და ჯაჰანგირ გაჯიევმა პირველი ზარალი განიცადა კლუბში ჟორდანიას მოწვევით.

ახლა "რუხ კარდინალს" განზრახული აქვს, ერთხელაც დააცარიელოს აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის საფულე. პედერსენმა ბოლო 5 წელიწადში მხოლოდ 26 გოლი გაიტანა.

"ინტერის" ახალ სატრანსფერო პოლიტიკას ახალი დევიზი აქვს - მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი", - წერს "აზერიფუტბოლი".

ალბათ, არ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ეს არ არის პირველი ნეგატიური წერილი, რომელსაც აზერბაიჯანული მედიასაშუალება ჟორდანიას უძღვნის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"ძაღლი შინ არ ვარგოდაო,სანადიროთ გარბოდაო"...
zaza
13:51 26-12-2014
0
დამიჯერეთ აზერებს ქართველები ეზიზღებათ, ეს ჩვენ ქართველები ყველაფეს გვირჩევნია უცხოელები
data
22:34 26-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული