პავლოვი თარგამაძეს: დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ სახლში წახვალ?

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის განცხადებით, მისი გუნდისა და ქართველი ლეგიონერის, დავით თარგამაძის გზები საბოლოოდ გაიყარა.

"თარგამაძე დონეცკის "შახტართან" მოსალაპარაკებლად იყო ჩამოსული და კლუბის გენერალურ დირექტორთან, პალკინთან ერთად დამირეკა.

"დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ შინ წახვალ? შენი იმედი როგორ მქონდეს?" - ვუთხარი მე მას.

"თარგამაძემ მომიგო, რომ მას მშობლები არ უშვებდნენ მარიუპოლში. თუ ის ზრდასრული ადამიანია, მაშინ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად ითამაშებს. რა აზრი აქვს კონტრაქტის გაგრძელებას, თუ მისი იმედი ყოველ წამს
არ გვექნება? თარგამაძე საქართველოში წავიდა და ჯერ არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას", - თქვა პავლოვმა.

"ლელომ" სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ ინტერვიუ თბილისში მყოფ დავით თარგამაძესთან. მას რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, ბულგარული "ლუდოგორეცისა", თუმცა საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია (იხილეთ ინტერვიუ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს პავლოვი ვერ არის..
შუა ომში როგორ წასულიყო ფეხბურთელი, სტადიონებს ბომბავდნენ..
ერისკაცი
11:09 31-12-2014
0
საწყალი ეშინია, იშოვა ფული და ეზარება თამაში... ეხ რაა სად არის სამართალი :(
თბილისი
11:25 31-12-2014
0

სიახლეები პოპულარული