პავლოვი თარგამაძეს: დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ სახლში წახვალ?

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის განცხადებით, მისი გუნდისა და ქართველი ლეგიონერის, დავით თარგამაძის გზები საბოლოოდ გაიყარა.

"თარგამაძე დონეცკის "შახტართან" მოსალაპარაკებლად იყო ჩამოსული და კლუბის გენერალურ დირექტორთან, პალკინთან ერთად დამირეკა.

"დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ შინ წახვალ? შენი იმედი როგორ მქონდეს?" - ვუთხარი მე მას.

"თარგამაძემ მომიგო, რომ მას მშობლები არ უშვებდნენ მარიუპოლში. თუ ის ზრდასრული ადამიანია, მაშინ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად ითამაშებს. რა აზრი აქვს კონტრაქტის გაგრძელებას, თუ მისი იმედი ყოველ წამს
არ გვექნება? თარგამაძე საქართველოში წავიდა და ჯერ არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას", - თქვა პავლოვმა.

"ლელომ" სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ ინტერვიუ თბილისში მყოფ დავით თარგამაძესთან. მას რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, ბულგარული "ლუდოგორეცისა", თუმცა საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია (იხილეთ ინტერვიუ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროა, ძალიან მიყვარდა იქრი და თარგამაძე, მაგათ ყველა თამაშს ილიჩოვეცში ინტერნეტში ვუყრურებდი და მიხაროდა მათი წარმატება და ნიჭიერება და ის რომ საქართველოს ასახელებდნენ. მაგრამ ახლა მრხვენია მათ გამო. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მათი თავშიავარდნილი ვიგინდარული გამოხტომების გამო თავი დაიღუპეს. თარგამაძე უვეკ ჩამოვწერე. მაგისგან ნორმალური ფეხბურთელი აღად დადგება. ოქრიმ თუ ჭკუას მოუხმო კიდე აქვს შანსი რო საშუალო დონეზე ითამაშოს, მაგრამ არ ეტყობა მაგას ჭკუასთან რო მეგობრობდეს...
რატი
16:19 01-01-2015
0
თარგამაძე,ოქრიაშვილი და ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელი საჭიროებენ ფსიქიკურ დახმარებას,ისინი ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურდ გაუწონასწორებლები არიან და ამიტომ ხდება მათ თავს ის, რაც ხდება.
roma
13:53 01-01-2015
0

სიახლეები პოპულარული