Tutto mercato: გიორგი ჭანტურია "ვერონაში" ბრუნდება

AutoSharing Option
Tutto mercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიამ სეზონის მეორე ნახევარი შესაძლოა, "ვერონაში" გაატაროს.

ქართველი ფორვარდი, რომელიც "ვერონას" საკუთრებაა, "კლუჟში" იჯარით თამაშობდა, მაგრამ იქიდან რუმინული გუნდის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო წავიდა.

"კლუჟის" რიგებში 9 მატჩში 4 გოლის გამტანი გიორგი ჭანტურია რუმინულ გუნდში აღარ ითამაშებს. როგორც ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, სკალას კლუბში სერიოზულად განიხილავენ მისი დაბრუნების შესაძლებლობას.

ასე რომ, არ არის გამორიცხული სეზონის მეორე ნახევარი "ვიტესის" ყოფილმა შემტევმა "ვერონაში" გაატაროს", - წერს იტალიური გამოცემა, რომელიც სატრანსფერო სპეკულაციებში აპენინებზე ყველაზე ინფორმირებული წყაროა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს 1 აპრილია????
ramo
13:55 04-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული