25 წლის მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს გამართული. ის 2007 წლიდან საფრანგეთში თამაშობს: "ლე მანში", "ბასტიაში" და "ლუზენაკში".
სანაია უგუნდოდ იმიტომ იყო, რომ მისი გუნდი "ლუზენაკი" ლიგა 2-ში არ დაუშვეს და ეს კლუბი დაიშალა.
"პარიზი" ნასიონალ დივიზიონის (რანგით მესამე ლიგა) ლიდერია 15 თამაშიდან 32 ქულით და ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძვის.