"ინტერის" თავკაცის რანგში ცხადაძისთვის ეს ზედიზედ მეექვსე სეზონია. წინა ხუთის მსგავსად, დედაქალაქური გუნდი ამჯერადაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება.
ახლა აზერბაიჯანის პირველობაზეც შესვენებაა. ჩვენს სამეზობლოში სეზონი იანვრის ბოლოს განახლდება. შეგახსენებთ, რომ ცხადაძისა და მისი ასისტენტის, ზაურ სვანაძის მიერ დამოძღვრილმა "ინტერმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ "ყარაბაღს".
ახალი სეზონისთვის
"ინტერი" ანტალიაში ექვს საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 8 იანვარს თურქეთის მეორელიგელ "ინეგელსფორს" წაესპარინგება, 13 იანვარს - გერმანულ "კოტბუსს", 14 იანვარს - ყაზახურ "ქაირათს", 17 იანვარს - თურქულ "ქასიმფაშას", 20 იანვარს - უკრაინულ "მეტალისტს".
ბოლო საკონტროლო მატჩი 23 იანვარსაა დაგეგმილი, თუმცა მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. ამ სპარინგების ჩამონათვალში ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, "ინტერისა" და "ქასიმფაშას" საკონტროლო მატჩი იქნება: კახა ცხადაძე თავის ყოფილ თანაგუნდელსა და დღესდღეობით თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს უნდა დაუპირისპირდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"