თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა

AutoSharing Option
ნიუკასლის გაზეთმა Evening Chronicle-მა გამოაქვეყნა ინგლისელ ბუკმეკერთა ფსონები "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელის ვინაობაზე.

მართალია, ფავორიტები სხვები არიან, მაგრამ ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას შანსი. თუკი აქამდე ქეცბაიას "ნიუკასლში" დანიშვნაზე 33/1 იღებდნენ ფსონებს, ახლა მისი ფსონი 10/1-ზეა (Sky Bet), ზოგიერთ კანტორაში კი ქართველის შანსებს კიდევ უფრო მეტად აფასებენ - 7/1 და იქ ფავორიტთა შორის ქეცბაია მესამეა.

Sky Bet-ის ფსონებით, "დერბის" მწვრთნელი სტივ მაკლარენი კვლავ აშკარა ფავორიტია - 2/1. შემდეგ მოდის რემი გარდი - 6/1. ქეცბაიაზე ოდნავ წინ არიან
გლენ ჰოდლი
და ტიმ შერვუდი, თუმცა ამ ორის დანიშვნა, გაზეთის აზრით, თითქმის გამორიცხულია.

ზუსტად ქეცბაიას დარი შანსები აქვს ჯონ კარვერს, "ნიუკასლის" დროებით თავკაცს.

The Guardian-ი წერს, რომ მიუხედავად ქეცბაიას საგრძნობი დაწინაურებისა - დიდი შოკი იქნება, თუკი ის მართლა მიიღებს "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილს.

ფავორიტთაგან მაკლარენი საჯაროდ უარყოფს "ნიუკასლით" დაინტერესებას, ხოლო გარდი ამ თანამდებობის მიღებაზე თანახმაა.

ამასობაში, incyprus-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებმა აპოელ-მა მწვრთნელი გიორგიოს დონისი გაუშვა. ახლა მის ადგილზე სამი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ: ესპანელების, ლუის მენდილიბარის და მიჩელის და თემურ ქეცბაიასი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ებიჭო ევროსპორტზე სიტყვა არ უთქვიათ ამ კაცზე არსად არაა ნახსენები და თქვენ სად კითხულობთ რო შეიძლება ეს დაინიშნოს?
mendessss
17:20 07-01-2015
0
ერთი ქართველი მაინც უნდა იყოს ინგლისის პრემიერლიგაში და ამისთვის სახელმწიფოსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, ისე როგორ ც აზერბაიჯანი თანამშრომლობს მადრიდის ატლეტიკოსთან!
grisha
17:55 07-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული