მართალია, ფავორიტები სხვები არიან, მაგრამ ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას შანსი. თუკი აქამდე ქეცბაიას "ნიუკასლში" დანიშვნაზე 33/1 იღებდნენ ფსონებს, ახლა მისი ფსონი 10/1-ზეა (Sky Bet), ზოგიერთ კანტორაში კი ქართველის შანსებს კიდევ უფრო მეტად აფასებენ - 7/1 და იქ ფავორიტთა შორის ქეცბაია მესამეა.
Sky Bet-ის ფსონებით, "დერბის" მწვრთნელი სტივ მაკლარენი კვლავ აშკარა ფავორიტია - 2/1. შემდეგ მოდის რემი გარდი - 6/1. ქეცბაიაზე ოდნავ წინ არიან
ზუსტად ქეცბაიას დარი შანსები აქვს ჯონ კარვერს, "ნიუკასლის" დროებით თავკაცს.
The Guardian-ი წერს, რომ მიუხედავად ქეცბაიას საგრძნობი დაწინაურებისა - დიდი შოკი იქნება, თუკი ის მართლა მიიღებს "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილს.
ფავორიტთაგან მაკლარენი საჯაროდ უარყოფს "ნიუკასლით" დაინტერესებას, ხოლო გარდი ამ თანამდებობის მიღებაზე თანახმაა.
ამასობაში, incyprus-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებმა აპოელ-მა მწვრთნელი გიორგიოს დონისი გაუშვა. ახლა მის ადგილზე სამი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ: ესპანელების, ლუის მენდილიბარის და მიჩელის და თემურ ქეცბაიასი.