დავით სირაძე კიშინიოვის "დაჩიაში" ჯაბა დვალთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
მოლდოვური ინტერნეტტელევიზია Sports.md-ის ცნობით, დავით სირაძე კარიერას კიშინიოვის "დაჩიაში" გააგრძელებს. მეტიც - სათაურში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამ გუნდის ფეხბურთელი გახდა.

"კიშინიოველთა შემადგენლობას დავით სირაძე გააძლიერებს. ჩვენი ინფორმაციით, კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, ხელშეკრულება კი მალე გაფორმდება", - წერს Sports.md.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ "დაჩიაში" "ზესტაფონის" ყოფილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი ჩაირიცხა.

კომენტარისთვის თავად სირაძეს დავუკავშირდით. 33 წლის ფორვარდმა მოლდოველთა ინტერესი არ უარყო, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი ჯერ არ ისურვა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"რამდენიმე დღეში
ყველაფერს გეტყვით. მეტის თქმის უფლება ახლა არ მაქვს".

ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ დეკემბერში სირაძე მოლაპარაკებას აწარმოებდა პერმის "ამკართან":

"ამ გუნდს ინტერესი ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ახლახან "ამკარის" მთავარ მწვრთნელად გაჯი გაჯიევი დაინიშნა, რომელმაც საკუთარი შეხედულებით დაიწყო გუნდის დაკომპლექტება და ჩვენ შორის მოლაპარაკებაც შეწყდა".

სირაძე ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა. მან ეროვნულ ნაკრებში გამართულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შე მართლა ,როგოპრ დავიჯერო კიშინოვის დაჩია მაღალი დონეა იქ რომ გარბიხარ?საქართველოს ჩემპს რომ ატახსირებ და იქ მიდიხარ სადაც იმაზე უარესი დონეა.თუმცა აქაც არეულია სიტუაცია ,მაგრამ სადაც გინდა ქართული კლუბი ბურთს დაახევს მაგ შენს დაჩიას........................
Tamriko
13:44 08-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული