მერაბ ჟორდანია არნემის "ვიტესს" უჩივის

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის.

ჟორდანიას სურს, კვლავ დართონ "ხელრედომზე" გასამართავ შეხვედრებზე დასწრების ნება.

ჰოლანდიურმა სასამართლომ ჟორდანიას "ვიტესის" საშინაო არენასა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მისვლა აუკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის "დინამოს" ექსპრეზიდენტი არნემული კლუბის გენერალურ დირექტორ იოს დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა.

ამ მუქარას ჰოლანდიაში დიდი ამბები მოჰყვა. ჟორდანიას თქმით, მან იხუმრა, თუმცა ქართველ ჩინოსანს მაინც მოუხდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულება.

"სასამართლო იტყვის თავის სათქმელს, თუმცა ჩვენ ჩვენი
გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. გვაქვს ამის მიზეზი და ასე ამიტომაც ვიქცევით.

სულ სხვა თემაა "ვიტესი" და ჟორდანია, მაგრამ ახლა ყველანი გუნდის გაძლიერებით ვართ დაკავებულნი და სეზონის მეორე ნახევარზე ვფიქრობთ", - განაცხადა იოს დე ვიტმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული