აპოელ-ის ბოსს თემურ ქეცბაია იდეალურ კანდიდატად ესახება

AutoSharing Option
Sport-fm.gr-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის მთავარი მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატია.

"თემურ ქეცბაია ნომერ პირველი კანდიდატია, რომ აპოელ-იი ჩაიბაროს, მას მერე, რაც გუნდიდან გიორგიოს დონისი გაუშვეს. ქეცბაია ახლა უმუშევარია, რაც საქართველოს ეროვნული გუნდიდან წავიდა.

თუმცა ქეცბაიას კარიერის გაგრძელება უცხოეთში სურს, მაგრამ არც ამ გადაწყვეტილების შეცვლა ჩანს შეუძლებელი. რა თქმა უნდა, აპოელ-ის კონტრაქტი ამ გადაწყვეტილების შეცვლისთვის შეიძლება იყოს ფაქტორი", - წერს საიტი.

riknews.com.cy-ს ცნობით, დღეს საღამოს აპოელ-ის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა, ახალი მწვრთნელის სახელიც დაასახელონ. დაპირებულები არიან "ხმაურიან" სახელს.

"კლუბის ბოს პროდომოს პეტრიდესს სურს, თემურ ქეცბაიამ ჩაიბაროს აპოელ-ი, რომელსაც ის იდეალურ ვარიანტად თვლის", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა ღიად დააფიქსირა, რომ სურს ინგლისური "ნიუკასლ იუნაიტედის" გაწვრთნა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეეე,მალე დათანხმდი ტლოპინ,თორე ფაქთაგორიც არ აგიყვანს მგონი....ნიუკასლი არი შაშტაკოზაკიდე,მომინდომა ტლოპინოგრადამ მთვარეზე ....!!!
davidbe
19:02 08-01-2015
0
აქ ხომ აგვიყვავა ფეხბურთი და იქ ხომ საერთოდ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ...
gocha
20:08 08-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული