რატომ ვინტერესდებით და ვწერთ რუსეთის ნაკრებებში მოთამაშე ქართველებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა ყიფიანი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის იუნიორთა (1997 წელს დაბადებულები) ნაკრები ფიფას პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ვალენტინ გრანატკინის სახელობის მემორიალის ფინალში ქართველებმა გაიყვანეს.

სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ტურნირის ჯგუფისა და პლეი-ოფების მატჩებში სერგეი კირიაკოვის გუნდმა 8 გოლი გაიტანა, საიდანაც 5 ქართველთა ანგარიშზე იყო. ნახევარფინალში კი რუსეთმა ბელორუსი 6:0 დაამარცხა და ქართველებმა ამჯერად თავი 3 გოლით გამოიჩინეს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა გიორგი მელქაძემ, რომელმაც ორ წუთში დუბლი გაიფორმა; 45-ე წუთზე კი ნიკა ყიფიანმა მეტოქის კარი მესამედ, 25 მეტრიდან
ლამაზი დარტყმით აიღო.

რუსეთის ნაკრებმა დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გაიტანა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ჩვენებურის ანგარიშზე 4-4 გოლია, რაც რუსეთის ნაკრებში საუკეთესო შედეგია. მელქაძე და ყიფიანი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებიც გახდნენ, მაგრამ სამხრეთკორეელ თანატოლებთან ფინალურ მატჩში არც ერთ ქართველს არ უთამაშია - მელქაძეს შედეგის გაუმჯობესების შანსი ბელორუსთან მატჩში მიღებულმა ტრავმამ წაართვა.

რაც შეეხება ყიფიანს, კირიაკოვი ამტკიცებდა, რომ ის ჯანმრთელად იყო და უნდა ეთამაშა, მაგრამ... ძირითად შემადგენლობაში არც ნიკა გამოჩენილა.

რუსებმა მატჩი ბოლო წუთზე გატანილი გოლით 2:1 მოიგეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

"ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მეორე ნაკრებში (1998 წელს დაბადებულები) გიორგი მახათაძე თამაშობს. ამ გუნდმა მოსკოვის ნაკრებთან 1:3 წააგო. მახათაძემ კვლავ პენალტით გაიტანა.

მის მხარდამხარ, 81-ე წუთზე, კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა მოედანზე - დიმიტრი ჯარიაშვილი. ის 1996 წელსაა დაბადებული და შემტევი ნახევარმცველია. ჯარიაშვილი მოსკოვის ოლქის გუნდის, "სტროგინოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ნოემბერში, მოსკოვის ნაკრების შემადგენლობაში, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის ფინალური ტურნირის ბომბარდირი გახდა. თავისი ასაკის ნაკრებში ჯარიაშვილი ამის შემდეგღა მიიწვიეს.

დაბოლოს - ვიცით, რომ გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს, რუსეთის სახელით მოთამაშე ქართველებზე რომ ვწერთ. ამას სასიამოვნო ფაქტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სადმე ქართველი რომ ყოჩაღობს, თვალებს ვერ დავხუჭავთ. ასევე იყო გია გრიგალავა, რომელმაც რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ, არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა.

წინასწარ კი ვერავინ იტყვის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ რუსეთის ნაკრების ქართველები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შAქარტველოM ხო ტამასჰობს Lიგაზე და ეხვროპაზე?
Goga gegeshidze
10:21 13-01-2015
0
ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს სად და რა უნდა აკეთოს. სადაც უფრო დააფასებენ(შეაფასებენ), მეტი გასაქანი და უკეთესი პირობები ექნებათ, იქ ითამაშებენ და იმ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ. ე.წ. "პატრიოტები" წარუმატებელი და არაპროფესიონალები არიან, რომლებიც თავიანთ უხეირობას იმით ხსნიან, პატრიოტი ვარ, უცხოეთში იმიტომ არ წავედი თორემ მეხვეწებოდნენო. დაანებეთ თავი, ყველა ადამიანი ინდივიდია, იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცას ეომება, თავისი ცხოვრება რატომ უნდა გაიფუჭოს. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ვიღაც ხელმოცარული პოლიტიკოსების იდეოლოგიისათვის რატომ უნდა დათმონ თავისი წარმატება.
2014
18:51 12-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული