სანდრო გურული ლვოვის "კარპატიში" ბრუნდება?

AutoSharing Option
შემტევი ნახევარმცველის, სანდრო გურულისა და სოლიგორსკის (ბელორუსი) "შახტიორის" გზები საბოლოოდ გაიყარა.

სანდრო ამ კლუბში 2014 წლის დასაწყისში მივიდა და გუნდის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა. 29 წლის ქართველის მიერ "შახტიორში" გატარებული პერიოდი მისთვის წარმატებული იყო - მან ბელორუსის თასი და ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგო.

სანდრო ამჟამად უკრაინაშია და, დიდი ალბათობით, თავის ყოფილ კლუბ ლვოვის "კარპატიში" გააგრძელებს კარიერას, სადაც 2008-12 წლებში უთამაშია (71 მატჩი, 1 გოლი).

გურულს, ვინც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, გია გურულის ვაჟია, ეროვნულ გუნდში 4 მატჩი (1 გოლი) აქვს
ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული