14 იანვარს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა კვიპროსის თასზე, საბერძნეთის ჩემპიონატში კი არც ერთ ჩვენებურს არ გაუგორებია ბურთი...
დავიწყოთ კვიპროსის თასით. "ანორთოსისმა" მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გასვლაზე 2:1 მოუგო "ვოროკლინისს". 63 წუთი ითამაშა ფამაგუსტელთა საყრდენმა გიორგი აბურჯანიამ, კვიპროსული კლუბის მეორე ქართველი ირაკლი მაისურაძე კი მინდორზე არ გამოჩენილა.
"ომონიამ" მერვედფინალის პირველ საშინაო მატჩში შანსი არ დაუტოვა "აია ნაპას" - 4:0. სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრებისა
"ნეა სალამისმა" საპასუხო მატჩიც წააგო (0:1) აეკ-თან და ასპარეზობას გამოეთიშა. დამარცხებულთა რიგებში არ უთამაშია ქართველ ახალწვეულ შოთა გრიგალაშვილს.
მეოთხედფინალში გავიდა "კარმიოტისა", რომელმაც საპასუხო მატჩში გასვლაზე 1:0 მოუგო (პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა, 2:1) "ანაგენისს". გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ვეტერანმა უნივერსალმა ლევან მაღრაძემ.
* * *
საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი ტური ჩატარდა. გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს ოფი-ს მიერ "პანეტოლიკოსთან" გასვლაზე წაგებულ (1:3) შეხვედრაში არ უთამაშიათ. ოფი-ს ბანაკიდან გამოვიდა ხმები, თითქოს გიორგი ლორიამ მატჩი იმის გამო გამოტოვა, რომ კლუბს მისი დავალიანება დაუგროვდა (იხილეთ ვრცლად). რაც შეეხება მერებაშვილს, ის დისკვალიფიცირებული იყო.
"პანთრაკიკოსთან" საგარეო მატჩი წააგო "კერკირამ" - 0:1. სტუმართა შორის, 35-ე ნომრით, ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა "კერკირას" ახალწვეული, საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"