ლეგიონი: აკაკი ხუბუტია სათადარიგოა, გიორგი ლორია - ნაწყენი?

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია

14 იანვარს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა კვიპროსის თასზე, საბერძნეთის ჩემპიონატში კი არც ერთ ჩვენებურს არ გაუგორებია ბურთი...

დავიწყოთ კვიპროსის თასით. "ანორთოსისმა" მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გასვლაზე 2:1 მოუგო "ვოროკლინისს". 63 წუთი ითამაშა ფამაგუსტელთა საყრდენმა გიორგი აბურჯანიამ, კვიპროსული კლუბის მეორე ქართველი ირაკლი მაისურაძე კი მინდორზე არ გამოჩენილა.

"ომონიამ" მერვედფინალის პირველ საშინაო მატჩში შანსი არ დაუტოვა "აია ნაპას" - 4:0. სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრებისა
და "ომონიას" მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ.

"ნეა სალამისმა" საპასუხო მატჩიც წააგო (0:1) აეკ-თან და ასპარეზობას გამოეთიშა. დამარცხებულთა რიგებში არ უთამაშია ქართველ ახალწვეულ შოთა გრიგალაშვილს.

მეოთხედფინალში გავიდა "კარმიოტისა", რომელმაც საპასუხო მატჩში გასვლაზე 1:0 მოუგო (პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა, 2:1) "ანაგენისს". გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ვეტერანმა უნივერსალმა ლევან მაღრაძემ.

* * *
საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი ტური ჩატარდა. გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს ოფი-ს მიერ "პანეტოლიკოსთან" გასვლაზე წაგებულ (1:3) შეხვედრაში არ უთამაშიათ.

ოფი-ს ბანაკიდან გამოვიდა ხმები, თითქოს გიორგი ლორიამ მატჩი იმის გამო გამოტოვა, რომ კლუბს მისი დავალიანება დაუგროვდა (იხილეთ ვრცლად). რაც შეეხება მერებაშვილს, ის დისკვალიფიცირებული იყო.

"პანთრაკიკოსთან" საგარეო მატჩი წააგო "კერკირამ" - 0:1. სტუმართა შორის, 35-ე ნომრით, ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა "კერკირას" ახალწვეული, საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული