ცოტა ხნის წინ "ვიტესის" ყოფილმა პრეზიდენტმა კლუბის ბოსებს სასამართლოში უჩივლა. ჟორდანია ითხოვს, რომ მას ისევ დართონ "ვიტესის" საშინაო მატჩებზე დასწრებისა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მისვლის ნება.
მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას: ჟორდანიას "ვიტესის" გენერალურმა დირექტორმა იოს დე ვიტმა უჩივლა, თითების მოჭრით დამემუქრაო. სწორედ ამის გამო გამოიტანა სასამართლომ ქართველი ჩინოსნის გამამტყუნებელი ვერდიქტი.
როგორც "ვიტესის" ადვოკატმა განაცხადა, სასამართლოს განაჩენი ჟორდანიასთვის ვერ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი, რადგან ის "ტვიტერის" საშუალებით ერთხელაც
გასული წლის მიწურულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა "ტვიტერში" დაწერა, რომ იმ ხალხს, ვინც "ვიტესი" ამ დღეში ჩააგდო, მხოლოდ თითები კი არა, თავებიც უნდა მოაჭრა. როგორც ქართველის ადვოკატი აცხადებს, მისმა კლიენტმა იხუმრა, რაზეც პოსტის ბოლოს დასმული ნიშანი მეტყველებს.
"ვიტესის" ადვოკატმა კი მუქარის სერიოზულობის დასამტკიცებლად ჟორდანიას უახლოესი მეგობრის, ერვინ კაზაკოვსკის სიტყვები მოიყვანა, რომლის თქმითაც, იოს დე ვიტი ისეა შეშინებული, სახლიდან გამოსვლასაც ვერ ბედავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"