სერიოზულია თუ არა მერაბ ჟორდანიას მუქარა?

AutoSharing Option
ჰოლანდიური მედიის ცნობით, ამ ქვეყნის სასამართლო ორ კვირაში გამოიტანს ვერდიქტს მერაბ ჟორდანიას სარჩელთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ "ვიტესის" ყოფილმა პრეზიდენტმა კლუბის ბოსებს სასამართლოში უჩივლა. ჟორდანია ითხოვს, რომ მას ისევ დართონ "ვიტესის" საშინაო მატჩებზე დასწრებისა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მისვლის ნება.

მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას: ჟორდანიას "ვიტესის" გენერალურმა დირექტორმა იოს დე ვიტმა უჩივლა, თითების მოჭრით დამემუქრაო. სწორედ ამის გამო გამოიტანა სასამართლომ ქართველი ჩინოსნის გამამტყუნებელი ვერდიქტი.

როგორც "ვიტესის" ადვოკატმა განაცხადა, სასამართლოს განაჩენი ჟორდანიასთვის ვერ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი, რადგან ის "ტვიტერის" საშუალებით ერთხელაც
დაემუქრა კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას.

გასული წლის მიწურულს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა "ტვიტერში" დაწერა, რომ იმ ხალხს, ვინც "ვიტესი" ამ დღეში ჩააგდო, მხოლოდ თითები კი არა, თავებიც უნდა მოაჭრა. როგორც ქართველის ადვოკატი აცხადებს, მისმა კლიენტმა იხუმრა, რაზეც პოსტის ბოლოს დასმული ნიშანი მეტყველებს.

"ვიტესის" ადვოკატმა კი მუქარის სერიოზულობის დასამტკიცებლად ჟორდანიას უახლოესი მეგობრის, ერვინ კაზაკოვსკის სიტყვები მოიყვანა, რომლის თქმითაც, იოს დე ვიტი ისეა შეშინებული, სახლიდან გამოსვლასაც ვერ ბედავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც პატივისცემით ვარ გამწყობილი ამ პიროვნების მიმართ, მაფიოზები ზოგადად არ მიყვარს, არც ქურდები. აი, ამ კაცის მიმართ კი სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს,განათლებული ხალხი მიყვარს, განათლებულია ეს უდავოდ. თან იმ საქმეშია რაც იცის, არ წასულა პოლიტიკაში კალაძესავით...ღმერთმა ხელი მოუმართოს.
0
იმედია დაბრუნდება საქარტველოსჰი ,ტავის მსჰვენიერ სჰვილებტან ერტად. დრომ ვერაფერი ვერ უნდა დაგაკლოტ ქარტველებო ცუდ დროსცხოვრობტ .ბედნიერ საქარტველოსჰი ცხოვრებას გისურვებტ.
m.m.
23:33 16-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული