დეკემბერში ნაკრების ყოფილი ფორვარდი მოლაპარაკებას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ პერმის "ამკართან" აწარმოებდა, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელად გაჯი გაჯიევის დანიშვნამ ვითარება შეცვალა, მან საკუთარი კადრები მიიზიდა და მოლაპარაკებაც შეწყდა. მოლდოველებმა მასთან კონტაქტი ამის შემდეგღა დაამყარეს.
"დაჩიაში" ქართველებს რეკომენდაცია კიშინიოვური კლუბის ყოფილმა ლეგიონერმა ლევან კორღალიძემ გაუწია, რომელსაც ახლახან სელექციონერობაც შესთავაზეს:
"სირაძე მოლდოვაში ჯაბა დვალთან
გასინჯვაზე ლაპარაკი არ არის; უბრალოდ, კიშინიოვში კონტრაქტის დეტალებს გაარკვევს", - ამბობს კორღალიძე, რომელსაც 18 იანვარს დავუკავშირდით.
შეგახსენებთ, რომ დავით სირაძემ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ბოლო წლებში "ჯვაროსნების" ყველაზე შედეგიანი ფორვარდი იყო. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე 32 წლის თავდამსხმელი ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"