21 იანვარს გუნდმა პირველი ამხანაგური თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე "ტრენჩინთან" გამართა და 1:2 წააგო.
ლევან ყენია "სლავიას" ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში. ჩვენებური 88-ე წუთზე გამოცვალეს.
როგორც "სლავიას" ოფიციალური საიტი წერს, ლევანმა მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. იმავე წყაროს ინფორმაციით, ჩვენებური მას მერე შეცვალეს, რაც წააქციეს და ტრავმა მიაყენეს.