ბაჩანა ცხადაძე: არ მაქვს გარანტია, რომ მამაჩემი ნაკრებში გამომიძახებს

AutoSharing Option
"აზერიფუტბოლს" მცირე ინტერვიუ ბაქოს "ინტერის" ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა ცხადაძემ მისცა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია.

- როგორი სიტუაციაა თქვენს ტრავმასთან დაკავშირებით?
- ცოტ-ცოტა ვარჯიში დავიწყე, მაგრამ არ ვჩქარობ. იმედი მაქვს, წლის პირველი ტურისთვის მზად ვიქნები სათამაშოდ.

- მამათქვენი, კახა ცხადაძე ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია და "ინტერიდან" მიდის. წახვალთ თქვენც?
- "ინტერთან" კონტრაქტი ნახევარ წელში მისრულდება, იქამდე კი "ინტერში" ვითამაშებ. არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ ახლა მე კმაყოფილი ვარ კლუბით და კლუბი კმაყოფილია ჩემით.

- ანუ, შესაძლოა, კახა ცხადაძის წასვლამ თქვენს
კარიერაზე არ იმოქმედოს?
- დიახ, შესაძლოა, მე ხომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.

- ბევრი ფიქრობს, რომ მას იმიტომ არ აჰყავს "ინტერში" ძლიერი ფორვარდი, რომ თქვენ სერიოზული კონკურენტი არ გამოგიჩნდეთ...
- იცით, "ინტერში" შანსი ყველა ფორვარდს მიეცა. ეს კი, უბრალოდ, უაზრო ლაპარაკია. ვინც კი "ინტერს" გამოადგა, ის ისევ თამაშობს ამ გუნდში. მამაჩემი არასოდეს ათამაშებს თავის შვილს, თუკი კონკურენტი მას ერთი თავით სჯობს. "ინტერში" ახლა ჩემი კონკურენტი ნილდოა. ჩვენ ორში საუკეთესო თამაშობს ხოლმე.

- გნახავთ თუ არა საქართველოს ნაკრებში?
- ისევ და ისევ, მამა არ გამომიძახებს, თუ ჩემს პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება. ასე რომ, არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდები.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიღაცა ბოღმიანები ისეთ კომენტარებს აკეთებენ როგორც ზემოთ მაგ.16 გუნდიანს აკრიტიკებენ. ამ 16 გუნდში ნახევარზე მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელები განვითარდებიან. იმას კი არ ამბობებ სახელმწიფომ და მილიონერებმა მიხედონ გუნდებსო.
gaga
14:42 23-01-2015
0
ბომბიც აფეთქდა და თავზეც დაგვსვარეს როცა 16-ანი შემოიღეს, მაგრამ ყველა გაყუჩებულია. ან ფეხბურთი აღარ უყვართ ან ბოროტების ეშინიათ.
vaxos
13:32 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული