მოლდოვაში პირობები ბევრად უკეთესია - დავით სირაძე "დაჩიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
დავით სირაძესა და მოლდოვურ "დაჩიას" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - ვეტერანი ფორვარდი კიშინიოვურ კლუბში ჩაირიცხა.

33 წლის სირაძემ კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ილაპარაკა, რამაც მოლდოვის ჩემპიონატში თამაში გადააწყვეტინა:

"მეგობარმა დამირეკა და "დაჩიაში" თამაში შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი - ჯერ მარტო იმიტომ, რომ ამ გუნდში ჯაბა დვალიც ითამაშებს.

აქ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ვიცნობ. მაგალითად, ფრუნზესთან ერთად ნალჩიკის "სპარტაკში" მითამაშია.

მოლდოვაში კი ბოლოს 2010 წელს ვიყავი, როცა კიშინიოვში საქართველომ მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა 0:0 დაასრულა".

სირაძეს მოლდოვაში დავუკავშირდით და კომენტარი
ვთხოვეთ:

"კიშინიოველები ნორმალურად დაგვხვდნენ, რაც ლევან კორღალიძის დამსახურებაა. ვიცოდი, რომ მას აქ დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გუნდში ისე მიგვიღეს, თავს უცხოდ ვერც იგრძნობ.

"დაჩიასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კმაყოფილი ვარ სავარჯიშო გარემოთი. პირობებიც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გუნდს, სულ ერთხელ ვივარჯიშე, მაგრამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

მინდა თუ არა, პარალელებს მაინც საქართველოსთან ვავლებ და უნდა ვაღიარო, რომ მოლდოვაში, ჩვენთან შედარებით, ბევრად უკეთესი საფეხბურთო პირობები ყოფილა", - გვითხრა სირაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი ქართველ მილიონერებს, რომლებიც აფერიტობით არიან დაკავებულნი არავითარი პატრიოტიზმი.აზრბაიჯანში ფეხბურთი როგორ ვითარდება იცით. მთავრობამ გარკვეულ ბიზნესმენებს, ბანკებს პირდაპირ დაავალა რომელიმე გუნდი გადასცა და დაავალა პატრონობა უმაყლეს დონეზე, ისინიც იზულებულნი არიან მიხედონ გუნდს რომელიც გადასცეს. ჩვენთან კი დემოკრატიაზე აფარებულნი ყველაფერი დაანგრიეს.
gaga
14:39 23-01-2015
0

სიახლეები პოპულარული