კიდევ ერთი ქართველი იტალიაში - დავით ლორთქიფანიძე "ბრეშაში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
ფოტოზე: 13 წლის მოთამაშემ "ბრეშამდე" "ფიორენტინას" მაისურიც მოირგო

ორი თვის წინათ "საბურთალოს" 2001 წელს დაბადებულთა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იტალიაში წავიდა.

13 წლის მოთამაშეს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ჯერაც საბუთების მოლოდინშია, თუმცა "ბრეშას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობს და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობს.

"იტალიაში ჩვენი ოჯახის ახლობელი აგენტის დახმარებით მოვხვდი. რამდენიმე ევროპული კლუბის ასაკობრივი გუნდის ვარიანტიც იყო - "სიენა", "არსენალი", "ფიორენტინა"... მაგრამ ყველაზე კარგი პირობები "ბრეშამ" შემოგვთავაზა.

აქ ოჯახთან ერთად ვარ, გამოგვიყვეს ბინა და გარკვეულ თანხასაც გვიხდიან. აქ
კიდევ რამდენიმე ლეგიონერია - ბოსნიელი, მაროკოელი, მალელი და კამერუნელი.

"საბურთალოს" მაგალითისგან აქაური ვარჯიშები დიდად არ განსხვავდება, მაგრამ აქ ტემპი უფრო მაღალია, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ფიზიკურ მომზადებას უთმობენ. მაგრამ "საბურთალოში" კარგად ვიყავი მომზადებული და არ გამჭირვებია.

ჩვენს ასაკში იტალიაში რეგიონულ ჩემპიონატს რამდენიმე ზონაში ატარებენ. ოფიციალური თამაში არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურად "ინტერთან", რუსული და ლიტვური გუნდების წინააღმდეგ ვითამაშე. ძირითადად, ნახევარდაცვის და თავდამსხმელის პოზიციებზე ვთამაშობ.

სხვათა შორის, "ბრეშას" მთავარი გუნდის საშინაო მატჩებსაც ვესწრები. საბუთებს იტალიის სასამართლოსგან ველოდებით. ამის შემდეგ ფეხბურთელის ბარათი, ეგრეთ წოდებული "კარტელინო" მექნება და ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობაც შემეძლება", - ამბობს ლორთქიფანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესე იგი არსებობს ევროპაში წასვლის გზები.თითქოს ძალიან გართულდა ფეხბურთელი ბავშვებისთვის გასვლა,ასე გავიგე,მაგრამ ალბათ, თუ ძალიან მოწონთ და უნდათ წაყვანა,მოახერხებენ რამეს.საინტერესოა ამ ბავშვის ამბავიც.
soso A.
02:04 26-01-2015
0
Magari bichia.tkuilad aravin ar caikvanda da sheukmnida aset pirobebs marto lamazi tvalebistvis.Ik Sakartvelo araa,axloblobit rom akomplekteben nakrebebs.Midi Davit, miaceki.scor gzaze xar da gmerti gparavdes.
Rezo
01:27 25-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული