ოქრიაშვილისა და ზარანდიას "გენკმა" მოიგო და ცხრილში მეხუთე ადგილზე აღზევდა

AutoSharing Option
23 იანვარს ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას "გენკმა" "მუსკრონს" უმასპინძლა.

"კრისტალ არენაზე" გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეხუთე პოზიციაზე აღზევდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თორნიკემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. "ოქრი", როგორც ქართველ ნახევარმცველს ბელგიაში მოიხსენიებენ, მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და საკმაოდ აქტიური იყო.

რაც შეეხება გუნდის მეორე ქართველ ლეგიონერს, ალექს მაკლიშმა ზარანდია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

გოლები სიებე შრეივერსმა (46) და ბენჟამენ
დე კიოლარმა
(68) გაიტანეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული