17:50 25-01-2015
გურამ კაშია: საშინლად ვითამაშეთ
AutoSharing Option
გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, 77-ე წუთზე პრესტიჟის გოლი სწორედ "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა კაშიამ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ამ სეზონში, სულ კი მე-11 ჰოლანდიის ჩემპიონატებში. ჩვენებურმა გოლი თავით გაიტანა.
"სეზონში არის თამაში, როცა არაფერი გამოგდის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გვამართლებს. ყველამ, ვინც დღეს ვითამაშეთ პასუხისმგებლობა ამ მარცხზე საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. თამაში სწორედ ჩვენ წავაგეთ და არა მწვრთნელმა. დავუშვით ბევრი შეცდომა, საშინლად ვითამაშეთ. ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ალბათ, 80-90%. საერთო ჯამში, ძალიან უფერული თამაში გვქონდა", - განაცხადა კაშიამ "ვიტესის" ოფიციალურ საიტთან მატჩის შემდგომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული