ზურაბ ხიზანიშვილმა "აიბროქსზე" საქველმოქმედო მატჩში ითამაშა

AutoSharing Option
გლაზგოს "აიბროქსზე" შედგა "რეინჯერსის" ჰოლანდიელი ექსმცველის, ატროფიული სკლეროზით დაავადებული ფერნანდო რიქსენის მხარდასაჭერი მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს "რეინჯერსის" ვეტერანებმა და რიქსენის მეგობრებმა.

შეხვედრას 41 349 მაყურებელი დაესწრო. რიქსენის მეგობრებმა ("ოლ სტარი") "რეინჯერსი" იოლად დაამარცხეს - 7:4.

გამარჯვებულთა შორის ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმაც. მატჩის მთელი შემოსავალი ფეხბურთელის დახმარების ფონდში გადაირიცხა.

Sportall.Ge

გუნდებმა "აიბროქსზე" ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

რეინჯერსი: კლოსი, ნუმანი, ალბერტსი, მალკოლმი, რ. დე ბური, დიური, ლოვენკრანდსი, ენდრიუსი, ნეგრი, ლეტეპი, გატუზო, გორამი, მოლსი, რაე, ბოლი, ნოვო, ფერგიუსონი, თუგაი, ბუფელი, კონტერმანი.

რიქსენის მეგობრები:
ბიზანტი, შერინგემი, ანდერტონი,
უოლკერი, ჰოლანდი, მუსამპა, ლანდზაატი, ბოსველტი, პერესი, ფესენა, ლევჩენკო, ვატერეუსი, ფალკო, ბიტი, პედრო რიქსენი, გენანი, ხიზანიშვილი, მილერი.

ცნობისთვის, ზურაბ ხიზანიშვილი "რეინჯერსში" 2003-06 წლებში (42 მატჩი) თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული