გურამ კაშიას ჰოლანდიაში სისწრაფე დაუწუნეს, ვაკო ყაზაიშვილს - კრეატიულობა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესი" კრიზისშია - გუნდი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონობისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, დღეისათვის 22 ქულით მე-12 ადგილზეა და სახიფათო ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.

ჰოლანდიურ მედიაში პეტერ ბოშს და მის ფეხბურთელებს უკვე აშკარად აკრიტიკებენ.

catenaccio.nl სიღრმისეულად განიხილავს გუნდის პრობლემებს მიმდინარე გათამაშებაში პოზიციების მიხედვით. კრიტიკის ობიექტი თითქმის ყველა გახდა და მათ შორის, ჩვენებურებიც: გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ წერილიდან:

"პეტერ ბოში 4-3-3 სისტემას იყენებს და გუნდს ბურთი ხშირად აქვს (საშუალოდ 60% სეზონში). შუაში ძირითადი
აქცენტი კეთდება ყაზაიშვილზე, ვეინოვიჩსა და პრიოპერზე, ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელებზე, თუმცა მათაც აკლიათ კრეატიულობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სწორედ მათზე გადის "ვიტესის" შეტევების ძირითადი ნაწილი".

"ცენტრალური მცველები - კაშია და ვან დერ ჰეიდენი ნელები არიან და მათ დაცვისას ბევრი პრობლემა ექმნებათ. განსაკუთრებით, ეს მაშინ ჩანს, როცა "ვიტესი" შეტევიდან დაცვაზე გადადის, ამ დროს გუნდი ძალიან მოისუსტებს".

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურში "ვიტესი" "ჰერენვენთან" 1:4 განადგურდა. ამ შეხვედრაში პრესტიჟის გოლი გურამ კაშიამ თავურით გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: გურამ კაშიას გოლი, აკაკი ხუბუტიას დებიუტი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული