გიორგი ფანცულაიას ტრანსფერი დონეცკის "ოლიმპიკში" არ შედგა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი დონეცკის "ოლიმპიკი" შეკრებაზე დუბაიში გაემგზავრა. სამწუხაროდ, გუნდმა თან არ იახლა პერსპექტიული ქართველი შემტევი, 21 წლის გიორგი ფანცულაია.

ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მამუკა ფანცულაიას ვაჟი "ოლიმპიკში" ისინჯებოდა და ამ გუნდის შემადგენლობაში მაკაროვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზეც ითამაშა. 3 მატჩი, 1 გოლი - ასეთია გიორგის მონაგარი ამ ტურნირში. აქამდე მას "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" უთამაშია.

სამაგიეროდ, "ოლიმპიკში" რჩება წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე, მეკარე ზაურ მახარაძე. არადა, მას კლუბის შეცვლა თავისუფლად შეეძლო, თუმცა "ოლიმპიკში" დარჩენა ამჯობინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული