დიდი ალბათობით, ის კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელებს.
"თვის ბოლოსთვის უნდა გადაწყდეს ყველაფერი. ყველაზე რეალური შემოთავაზება საბერძნეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი გუნდიდან არის და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა. ამ ეტაპზე გუნდის დასახელებას მოვერიდები", - გვეუბნება ფოფხაძე.
ცოტა ხნის წინ ბერძნულ მედიაში დაიწერა, რომ ჩვენებურის გადაბირებით "კერკირა" იყო დაინტერესებული, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია იცავს.
"მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია, თუმცა
28 წლის მცველს აქამდე "თბილისში", "ოლიმპიაკოსში", "ვიბორგში", "ზესტაფონში", "შტურმში", "ბაქიში", "იაგელონიასა" და ბოლნისის "სიონში" უთამაშია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი ფოფხაძეს 11 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"