გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, "ტოკიოში" გადავიდეს

AutoSharing Option
stiridesport.ro-ს ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ჭანტურიამ საბოლოოდ გადაწყვიტა "კლუჟში" დაბრუნება და რუმინული ჩემპიონატის II ნაწილსაც იქ ითამაშებს. რუმინული საიტის თქმით, ეს დიდი სიურპრიზია.

ჭანტურია რუმინულ გუნდს ხორვატიაში შეუერთდა, სადაც "კლუჟი" სეზონის განახლებისთვის ემზადება და ამხანაგურ ტურნირში ითამაშებს.

რუმინული და იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ჭანტურიას ტრანსფერის "აზიურ ვერსიასაც", რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, "ტოკიოში" აღმოჩნდეს.

ამ იაპონურ კლუბს იტალიელი მასიმო ფიკადენტი წვრთნის, რომელსაც სურს ქართველი ფორვარდის დამატება. ფიკადენტი "ვერონას" ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელია.

"კლუჟის" თავკაცი ტრიკა მოწადინებულია, შეინარჩუნოს ჭანტურია, რომელიც თუ
იაპონიაში არ წავა, "კლუჟის" სასტარტოს ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური "ვერონას" საკუთრებაა, იტალიურ გუნდთან ერთად ემზადებოდა სეზონისთვის, მაგრამ "ვერონამ" მისი ყოფილ კლუბ "კლუჟში" განათხოვრება გადაწყვიტა და არაევროკავშირელის ვაკანტური ადგილი ხავიერ სავიოლათი შეავსო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვერ გაუძლებს.არ ეგონოს ქართული ტემპი.იქ თავს აკლავენ ფეხბურთს,რომ რამეს მიაღწიონ.
sdfghjkl;
12:14 31-01-2015
0
და წვერი რო გაიპარცოს უფრო მაგრად ითამაშებს თუ რა დდ.მისია ის წვერი და უნდა მოუშობს და უნდა გაიპარცავს.
qutaiseli
11:56 31-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული