ქართველთა გუნდს, რომელსაც ბოლო ტურში თამაშის საშუალებაც კი არ მიეცა, 6 ქულის დაკლების მერე 4-იც ჩამოაკლეს; ოფი-ს ძალიან ცოტა ფეხბურთელი დარჩა და ამის გამოც გაუჭირდება ტურნირში მონაწილეობა.
საბერძნეთში 20 საათზე სრულდება სატრანსფერო ფანჯარა და კლუბის პრეზიდენტი ნიკოს მახლასი ათენშია, რადგან დედლაინამდე 5-6 ფეხბურთელის იჯარით დამატება მაინც შეძლონ.
პირველ რიგში, ოფი-მ უნდა დაფაროს დავალიანება ორი ყოფილი ლეგიონერის მიმართ, რომელიც 54 ათას ევროს შეადგენს, რომ გუნდი 4 თებერვლის მატჩში დაუშვან პაოკ-თან.
ოფი-ს მესამე დივიზიონში დაქვეითების საფრთხეც აქვს და კიდევ უარესი - გუნდმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.
მოკლედ, კარგად დაწყებული საქმე ყოფილ "დინამოელებს" ცუდად შემოუტრიალდათ - გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი კარგად მოერგნენ ბერძნულ სუპერლიგას და გუნდში საუკეთესოებიც გახდნენ, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერი გადასწონა.