გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის გუნდი, შესაძლოა, დაიშალოს

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ცნობით, კრეტული ოფი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას.

ქართველთა გუნდს, რომელსაც ბოლო ტურში თამაშის საშუალებაც კი არ მიეცა, 6 ქულის დაკლების მერე 4-იც ჩამოაკლეს; ოფი-ს ძალიან ცოტა ფეხბურთელი დარჩა და ამის გამოც გაუჭირდება ტურნირში მონაწილეობა.

საბერძნეთში 20 საათზე სრულდება სატრანსფერო ფანჯარა და კლუბის პრეზიდენტი ნიკოს მახლასი ათენშია, რადგან დედლაინამდე 5-6 ფეხბურთელის იჯარით დამატება მაინც შეძლონ.

პირველ რიგში, ოფი-მ უნდა დაფაროს დავალიანება ორი ყოფილი ლეგიონერის მიმართ, რომელიც 54 ათას ევროს შეადგენს, რომ გუნდი 4 თებერვლის მატჩში დაუშვან პაოკ-თან.
თუმცა გუნდს სხვების ვალიც აქვს. მოკლედ, სიტუაცია ძალიან მძიმეა.

ოფი-ს მესამე დივიზიონში დაქვეითების საფრთხეც აქვს და კიდევ უარესი - გუნდმა შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.

მოკლედ, კარგად დაწყებული საქმე ყოფილ "დინამოელებს" ცუდად შემოუტრიალდათ - გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი კარგად მოერგნენ ბერძნულ სუპერლიგას და გუნდში საუკეთესოებიც გახდნენ, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ყველაფერი გადასწონა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ქართველები სადაც მივიდნენ ყველა გუნდი დაშალეს:))
merab demurishvili
17:21 02-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული