18 წლის ფეხბურთელმა "ლატინასთან" 2:0 მოგებულ მატჩში სასტარტოში ითამაშა (მე-2 ტაიმში შეცვალეს) და მე-19 წუთზე გუნდის მეორე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მან მანამდე "აველინოს" 6:0 განადგურებაში შეიტანა თავისი წვლილი, შემდეგ კი "კროტონესთან" 2:2 დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა გოლი.
ახლა რომან ჭანტურიას ანგარიშზე დუბლების პირველობაზე 6 გოლია.