ნიკა კაჭარავა "როსტოვში" ისინჯება

AutoSharing Option
"როსტოვის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის ანტალიურ შეკრებაზე ისინჯება 21 წლის ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელიც "ცხინვალში" მამის, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ტანმაღალი ფორვარდი (198 სმ) "როსტოვს" თურქეთში შეუერთდა და იქ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა გუნდის სხვა წევრებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ "ცხინვალამდე" კაჭარავა "რუბინის" დუბლებში ირიცხებოდა.

5 თებერვალს "როსტოვი" ამხანაგურ მატჩს გამართავს ქართველთა "ტოსნოსთან".

ფოტოზე: ნიკა კაჭარავა (მარცხნივ) "როსტოვის" ვარჯიშზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია რომ მიგვითითეტ რომელია! (ვერ მივხვდებოდით)
vova
13:56 05-02-2015
0

სიახლეები პოპულარული