თემურ ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ფავორიტი აღარ არის

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია აღარ არის საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელის ვაკანტური ადგილის მთავარი ფავორიტი.

ბერძნული წყაროების ცნობით, საბერძნეთის ფეხბურთის მამებს კლაუდიო რანიერის შემცვლელად გიორგოს დონისი სურთ, მაშინ, როცა ნაკრების დირექტორის, გიორგოს კარაგუნისის ფავორიტი ურუგვაელი სერხიო მარკარიანი ყოფილა.

რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ბოლოს ქეცბაიამ თავად განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაიბარებდა საბერძნეთის ნაკრებს, ხოლო იანვარში ის ოფიციალურ კანდიდატთა შორის მოხვდა. ქართველი სპეციალისტი ბოლოს ფავორიტადაც კი მიიჩნეოდა ბერძნულ მედიაში.

გიორგოს დონისს 300 ათას ევროს გადაუხდიან და საკვალიფიკაციო ეტაპის
ბოლომდე გაუფორმებენ ხელშეკრულებას. თუ საბერძნეთის ნაკრები ევრო 2016-ზე მოხვდება, დონისი ბონუსს მიიღებს.

გიორგოს დონისი 45 წლისაა, ის ბოლოს კვიპროსულ აპოელ-ს წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ექსპერტებო და გენიოსებო ჩვენს ნაკრებს ეშველება თუ არა არ ვიცი მარა ეს კაცი რო წარმატებას მიაღწევს მაგაში 100%ით ვარ დარწმუნებული
Saba
00:13 05-02-2015
0
Shteris meti magas mzvrtnelad aravin danishnavs
zaza
22:33 04-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული