ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატში სამთვიანი პაუზის მერე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 თებერვალს ჰოლანდიურ ერედივიზიეში არნემის "ვიტესი" "კამბურს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სასტარტოში იყვნენ. 34-ე წუთზე ყაზაიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და შორეულ დაბალ კუთხეში გაიტანა. მეორე გოლი უკრაინელი ოლენიკის ანგარიშზეა. 75-ე წუთზე ყაზაიშვილი შეცვალეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტესი" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გადავიდა.

ეს ყაზაიშვილის მე-4 გოლია ჩემპიონატში და მეხუთე სეზონში, "აიაქსის" კარში თასზე გატანილი ბურთის ჩათვლით. ჩემპიონატში მან სამ თვეზე მეტი ხნის მერე გაიტანა, ბოლოს ვაკომ "დორდრეხტის" კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული