ჩვენებურს უკრაინული "ფუტბოლი" დაუკავშირდა და მომავალთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა. თარგამაძემ ჟურნალისტს უთხრა:
"დუბლშემადგენლობასთან ერთად ვაგრძელებ ვარჯიშს. ყველაფერი კარგადაა, მშვენიერ პირობებში ვემზადებით. ჩემი აგენტი მუშაობს ახალ გუნდზე. თებერვლის ბოლომდე დროა. იქნება ვარიანტები და განვიხილავთ".
როგორც ირკვევა, თავად "შახტარიც" მოწადინებულია, რომ ჩვენებურს ახალი კლუბი უპოვოს.
"შახტარი" არ არის წინააღმდეგი, რომ ახალი გუნდი მოვძებნო. შესაძლოა, ეს იყოს რომელიმე გუნდში იჯარა გამოსყიდვის პერსპექტივით.
ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ჩემი აგენტი ამ საკითხის მოგვარებაზე "შახტარის" სპორტულ დირექტორთან
გეხსომებათ, ცოტა ხნის წინ 25 წლის შემტევის გადაბირება ბულგარულ გრანდ "ლუდოგორეცს" სურდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვარიანტი გამოირიცხა. როგორც ამბობენ, ამჟამად თარგამაძით ორი ბელორუსული ტოპ-კლუბია დაინტერესებული - ბატე და მინსკის "დინამო".
შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს აქამდე "ფრაიბურგში", "ოლექსანდრიაში", "შახტარსა" და "ილიჩევეცში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მისი მონაგარი კი 18 მატჩი და 2 გოლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"