დავით დევდარიანი "ორჰუსთან" ერთად ესპანეთში ვერ წავიდა

AutoSharing Option
დანიური "ორჰუსი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდთან ერთად არიან ქართველი ლეგიონერებიც - მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე. სამწუხაროდ, შეკრებაზე ვერ წავიდა 27 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით დევდარიანი.

აგერ, უკვე რა ხანია, წელის ტრავმის გამო ის იძულებით უქმობს. არადა, გვჯერა, დიდ სარგებელს მოუტანდა არა მხოლოდ "ორჰუსს", არამედ, რაც ჩვენთვის მთავარია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც.

დევდარიანს აქამდე "თბილისში", ფრანგულ "დუნკერკსა" და რუსთავის "ოლიმპში" უთამაშია. მას გამოარჩევს რბილი სათამაშო მანერა, პასის კულტურა და მინდვრის შესანიშნავი ხედვა.

იმედი ვიქონიოთ, რომ დევდარიანი მალე დააღწევს თავს უთამაშებლობით გამოწვეულ
კოშმარს და ფეხბურთს დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული