ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასით "ვიტესმა" სტუმრად "ბრედა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 თებერვალს ჰოლანდიის ჩემპიონატის XXII ტურის მატჩები გაიმართა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" ბრედას ესტუმრა. ქართველების გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბერტრანდ ტრაორემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ყაზაიშვილის აქტიურობის შემდეგ, მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა.

ყაზაიშვილმაც და კაშიამაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს.

ამ გამარჯვების შემდეგ არნემის "ვიტესი" სატურნირო ცხრილში 31 ქულით მერვე ადგილზე აღზევდა, თუმცა ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ "გრონინგენს" თამაშით ნაკლები აქვს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გთხოვთ, ჟურნალისტებო, პატივი ეცით ქართულს ენას ! "აღზევება" - მშვენიერი ქართული სიტყვაა და ის უდიდესი წარმატების მიღწევას, გარკვეულ სფეროში მწვერვალების დაპყრობას აღნიშნავს. უფრო დაბალი პოზიციიდან მერვე ადგილზე გადანაცვლება, მხოლოდ რამდენიმე საფეხურით დაწინაურებას ნიშნავს და აღზევებისგან ძალიან შორსაა. ალბათ არც მე ვარ დიდი მექართულე, ალბათ ყველა ვუშვებთ შეცდომას, მაგრამ, მოდით, გავითვალისწინო რჩევები.
გოჩა
17:03 08-02-2015
0
100%-ით გეთანხმები. ჟურნალისტები.... მოკლედ ესენი კი არ არიან ჟურნალისტები მაგრამ......
უკვე თითიდან გამოწოვილი სტატიები ამოვიდა ყელში. ერთი საგოლე პასი გააკეთა ერთ-ერთმა ჩვენმა ფეხბურთელმა და ამხელა სტატია მიუძღვნეს, ეს უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი. თავი რომ გამოეჩინა როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს. სასწაული თამაში ეჩვენებინა, ან...... რა ვიცი....
ერთი საგოლე პასი გააკეთა და უკვე ლამის გმირია და ჟურნალისტმა მერვე ადგილის დაკავება "აღზევებად" მონათლა..
გოჩა-ს გულშემატკივარი
22:54 08-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული